2010-2014 სასწ/წ სადამრიგებლო კლასი


            კლასის სია:

1.ალხაზიშვილი ნუცა
2.ასანიძე ცოტნე
3.ბორაშვილი მალხაზი
4.ბუტიკაშვილი ელენე
5.გაბედავა ანა
6.გაბედავა ლანა
7.გაბიანი გიორგი
8.გარიშვილი ნატო
9.გელაშვილი რამაზი
10.დოლიაშვილი ანი
11.ვადაჭკორია ნინი
12.იმნაძე ნინო
13.მაღრაძე ანი
14.მიხოევი ზურა
15.ნაროზაშვილი ქეთი
16.სამადაშვილი ნანა
17.ტრაპაიძე თეკლა
18.ქიტუაშვილი ლაშა-გიორგი
19.ჩიკვილაძე ნოდარი
20.ცხოიძე სანდრო
21.ჭიოკაძე ნატა
22.ჭუმბურიძე ნიკა
23.ხუციანიძე რუსუდანი
24.ჯაფარიძე ანა
25.ჯაფარიძე დავით
26.ჯიქია ნატა
27.ჯოჯუა გიორგი




IV-3  კლასის მოსწავლეები სხვადასხვა დროს იმყოფებოდნენ ექსკურსიებზე: სამებასა და მთაწმინდაზე, სვეტიცხოველსა და სამთავროში, შიომღვიმესა და მარტყოფის მონასტერში, ბოტანიკურ ბაღში, პლანეტარიუმში, ეროვნულ  და ეთნოგრაფიულ მუზეუმებში.












































   კინგსის მათემატიკის ოლიმპიადაზე ანი მაღრაძე გადავიდა ფინალში და დაიმსახურა სერთიფიკატი.







IV-3  კლასი აქტიურად მონაწილეობდა სკოლისგარეშე ღონისძიებებში, იმყოფებოდა სპექტაკლებზე. 
































































   სწავლის დასასრულს, 12 ივნისს, კლასმა წარმოადგინა შემაჯამებელი ღონისძიება ,,ჩვენ დავფრთიანდით“, სადაც წარმოდგენილი იყო  ოთხწლიანი მუშაობის ამსახველი ვიდეო კლიპები, ღონისძიება დასრულდა მუსიკალური ნომრებით. 










ივნისის დასაწყისში მოეწყო პროექტის - ,,საქართველო ჩემი სამშობლოა“, -
პრეზენტაცია, სადაც მოსწავლეებმა სხვადასხვა კუთხის მშვენიერება წარმოადგინეს და ტრადიციულ სამოსში გამოწყობილებმა ყველა კუთხის სურნელი შეიგრძნეს.










მაისში კლასი იმყოფებოდა ექსკურსიაზე ეროვნულ და ეთნოგრაფიულ მუზეუმებში, ბავშვებმა დაათვალიერეს  ჩვენი ქვეყნის საგანძური და გაიცნეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ყოფა-ცხოვრების წესები.







IV-3 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ ქალბატონ მანანა ქვრივიშვილის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში: ,,ნოდარ დუმბაძე’’, სადაც უფროს მეგობრებთან ერთად გაეცნენ ზურიკელას, ილიკოს, ილარიონს, ბებიას, იანგულის, კუკარაჩას, დიდროს. გაიცნეს ნოდარ დუმბაძის ოჯახის წევრები, მეუღლე - ქალბატონი ნანული და ქალიშვილი - ქეთინო.






                               პროექტი: ,,ჩვენ ვკითხულობთ“



  IV-3 კლასი მონაწილეობდა პროექტში: ,,ჩვენ ვკითხულობთ’’. მოსწავლეებმა მოიძიეს და წაიკითხეს გურამ პეტრიაშვილის ზღაპრები, გაიცნეს და მოუსმინეს თავად მწერალს, შექმნეს მოსმენილი ზღაპრის ილუსტრაციები. წარმატებული 6 მოსწავლე დირექტორმა დააჯილდოვა წიგნით.



პრობლემა:  წიგნის კითხვის ინტერესის ნაკლებობა.
პრობლემის აღწერა:  ადამიანის ჩამოყალიბებაში დიდი როლი აკისრია წიგნს. ბევრი მშობელი ჩვილობიდან უნერგავს ბავშვს წიგნის სიყვარულს, უკითხავს ზღაპრებს, ასწავლის ლექსებს, ყიდულობს საბავშვო წიგნებს. ხშირად ისეც ხდება, რომ მშობელი არ ცდილობს ჩაუნერგოს ბავშვს წიგნის სიყვარული, ვერავის განვსჯი, მაგრამ შედეგი ის არის, რომ მათი შვილები ნაკლებად ინტერესდებიან წიგნებით. კიდევ მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას ამ შედეგზე, მაგრამ ახლა ჩემს მიზანზე მოგახსენებთ: იმისათვის, რომ მოსწავლეებში წიგნისადმი ინტერესი გამეზარდა, დავგეგმე  პროექტი: ,,ჩვენ ვკითხულობთ.“ვფიქრობ ჩატარებული აქტივობები გარკვეულ შედეგს გამოიღებს.
მიზანიმოსწავლეთა ინტერესის გაზრდა წიგნის მიმართ.
ამოცანებია) დისკუსიის გამართვა საბავშვო მწერლების შესახებ;                                                               ბ) გურამ პეტრიაშვილის ზღაპრების მოძიება;
                      გ) მოძიებული ზღაპრების წაკითხვა და განხილვა;
                      დ) მწერლის მოწვევა და მოსმენილი ზღაპრის ილუსტრირება;
                      ე) ვიზიტი სკოლის ბიბლიოთეკართან იმის გამოსაკვლევად, 
                           თუ  რამდენად ხშირად სარგებლობენ წიგნებით                                                                          დაწყებითი საფეხურის  მოსწავლეები;
                       ვ) ბიბლიოთეკაში ,,მკითხველთა თეატრის“ ჩატარება;
                       ზ) ესეს შექმნა;
                       თ) მასალის განთავსება ბლოგში, PowerPoint-ში და MovieMaker-ში.
განსახორციელებელი საქმიანობები:  გაიმართება დისკუსია საბავშვო მწერლების შესახებ, ბავშვები მოიძიებენ გურამ პეტრიაშვილის ზღაპრებს, წაიკითხავენ და მოხდება მათი განხილვა, სკოლაში მოვიწვევთ გურამ პეტრიაშვილს, მოვისმენთ ზღაპარს, ბავშვები დახატავენ ილუსტრაციებს,  მოხდება სკოლის ბიბლიოთეკართან ვიზიტი იმის გამოსაკვლევად, თუ რამდენად ხშირად სარგებლობენ წიგნებით დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები, ბიბლიოთეკაში ჩატარება ,,მკითხველთა თეატრი“, ბავშვები დაწერენ ესეს, მასალა განთავსდება ბლოგში, PowerPoint-ში და MovieMaker-ში.
მიზნობრივი ჯგუფი: დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებში წიგნისადმი ინტერესის გაზრდა.
სარგებელი სხვებისთვის:
შეფასება:
პროექტის ხანგრძლივობა2თვე
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
პროექტის მეთოდისტის სახელი: დალი ნასყიდაშვილი
პროექტის მეთოდისტის ელ-ფოსტა: dalinasyida@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: Blogspotcom











                                       ,,არქიტექტურა'’


    თებერვალში, ხელოვნების გაკვეთილზე მოეწყო პროექტის პრეზენტაცია: თემა გახლდათ:,,არქიტექტურა’’,  ბავშვებმა წარმოადგინეს საკუთარი ხელით შექმნილი მაკეტები.


                                     





                                           ,,საახალწლო ტრადიციები"

     იანვარში, კლასში მოეწყო პროექტის პრეზანტაცია. თემა გახლდათ: ,,საახალწლო ტრადიციები’’,  ბავშვებმა წარმოადგინეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის, საკუთარი ოჯახის და ზოგადად საახალწლო ტრადიციების შესახებ ინფორმაციები.










                                                ,,გილოცავთ ბარბარობას!’’
                                                                       
  2013 წლის 17 დეკემბერს, 167-ე საჯარო სკოლის IV-3 კლასში აღვნიშნეთ დღესასწაული - ,,ბარბარობა’’. მიზანი გახლდათ, ბავშვებს მიეღოთ ინფორმაცია ამ დღესასწაულის და წმ. ბარბარეს შესახებ.
      მოგეხსენებათ, ამ დღეს ოჯახებში ვაცხობთ ლობიოს ღვეზელებს - ,,ლობიანებს’’. ყველა მოსწავლისთვის გამოვაცხვე ლობიანი და გავუმასპინძლდი. ამასთან ერთად მივართვი ის ჩურჩხელები, რომლებიც ამოვავლეთ 20 ნოემბერს ღონისძიებაზე - ,,დალოცვილი შემოდგომა’’.
     დღემ სასიამოვნოდ ჩაიარა.

     ვიდეო მასალა იხილეთ: http://www.youtube.com/watch?v=mwpINmH4xQU






                            

                                                       


                                         ,,დალოცვილი შემოდგომა“


    2013 წლის ნოემბერში, მოეწყო  ღონისძიება: ,,დალოცვილი შემოდგომა“, სადაც ბავშვებმა წარმოადგინეს შემოდგომის თემაზე შექმნილი ნახატები, შემოდგომის კუთხეები, ამოავლეს ჩურჩხელები და წარმოადგინეს საკუთარი შესაძლებლობები სხვადასხვა საგნებში ლექსების, სიმღერებისა და ცეკვების ფონზე.







                                       ექსკურსია ბოტანიკურ ბაღში
                                                                       
    2013 წლის ოქტომბერში,  პროექტის ფარგლებში, 167-ე საჯარო სკოლის IV-3  კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ბოტანიკურ ბაღში. ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებს შეეგრძნოთ წელიწადის ულამაზესი სეზონის - შემოდგომის სილამაზე, დამტკბარიყვნენ ბუნების მშვენიერებით და გაცნობოდნენ ქართული ფლორის სიმდიდრეს.    
    დღემ კარგად ჩაიარა, ბავშვები სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ შინ.
            ვიდეო მასალა იხილეთ: http://www.youtube.com/watch?v=7oJsTFv0WB8

                                                       








                                                  პლანეტარიუმი

 2013 წლის ოქტომბერში, პროექტის ფარგლებში, 167-ე საჯარო სკოლის IV-3 კლასი იმყოფებოდა პლანეტარიუმში, სადაც მოისმინეს საინტერესო ლექცია. მოსწავლეებმა უამრავ შეკითხვაზე მიიღეს ამომწურავი პასუხი.



   დეკემბერში, მოეწყო პროექტის პრეზენტაცია: ,,მზე და პლანეტები“, სადაც მოსწავლეებმა ისაუბრეს პლანეტების და ზოგადად მზის სისტემის შესახებ.



                                         
                               მითოლოგიური გმირები



1.    პროექტის სახელი: მითოლოგიური გმირები;
2.    პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ იფორმაციას მითოლოგიური გმირების შესახებ; მოამზადებენ კედლის გაზეთს; მოაწყობენ პრეზენტაციას.
3.    პროექტის სრული აღწერა:(პროექტის პრეზენტაცია) მოსწავლეები გამართავენ დისკუსიას საპროექტო თემასთან დაკავშირებით, შეარჩევენ თემას, დანაწილდებიან ორ ჯგუფად, ერთი ჯგუფი იმუშავებს ქართულ მითოლოგიაზე, მეორე-რომაულ-ბერძნულ მითოლოგიაზე. ჯგუფის წევრები გაინაწილებენ როლებს: ა) მოიძიებენ 
ინფორმაციას სხვადასხვა გმირზე. ბ) შეაჯერებენ მოძიებულ ინფორმაციას და მოამზადებენ კედლის გაზეთს. გ) იმუშავებენ ლექსიკონზე. დ) გააკეთებენ გმირების ჩანახატებს, თუ როგორ წარმოუდგენიათ ისინი. ე) მუშაობის პროცესში გადაიღებენ სურათებს. ვ) ახლობლებისაგან ჩაიწერენ ინტერვიუს, თუ რა სმენიათ მითიური გმირების შესახებ. ზ) მოემზადებიან პროექტის პრეზენტაციისთვის და წარსდგებიან მსმენელის წინაშე. თ) მოამზადებენ წერილობით ანგარიშს. ი) მასალა განთავსდება ბლოგ გვერდზე.
4.    მონაწილეთა ასაკი/კლასები: 8-9 წელი.
5.    ვადები/ხანგრძლივობა: 3 კვირა.
6.    პროექტის შესაძლო აქტივობები: კვლევა, დისკუსიის გამართვა, პრეზენტაციის მოწყობა, კედლის გაზეთის დამზადება, ნამუშევრების გამოფენა, ფოტო-ალბომის შექმნა, ნამუშევრის განთავსება ბლოგში.
7.    მოსალოდნელი შედეგი/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება ბლოგი, სადაც განთავსდება პროექტის შედეგები: ფოტომასალა, ნამუშევრები.
8.    სარგებელი სხვებისთვის: ბავშვები მიიღებენ ინფორმაციას მითიური გმირების შესახებ.
9.    სამუშო ენა: ქართული.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული, ხელოვნება, ისტ-ი.
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12. პროექტის მეთოდისტი: დალი ნასყიდაშვილი.
13. მეთოდისტის ელ-ფოსტა: dalinasyida@gmail.com
14. პროექტის ფორუმი:
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: dalinasyidashvili.blogspot.com





შესავალი: მითოლოგიას კულტურისა და აზროვნების პირველსაწყისებთან მივყავართ. იგი ასაზრდოვებდა და ასაზრდოვებს ლიტერატურასა და ხელოვნებას.
    მითოლოგიის შესწავლას სკოლაში გარკვეული დრო ეთმობა, მაგრამ, ვფიქრობ- არასაკმარისი. ამიტომ, ამ თემაზე დავგეგმე პროექტ-გაკვეთილი, რომლის საშუალებითაც ჩემი მოსწავლეები მეტ ინფორმაციას მიიღებდნენ მითებისა და მისი გმირების შესახებ. მითების მოსმენა მეტად სასიამოვნოა ბავშვებისთვის. ისინი თავადაც დიდი ინტერესით ეცნობიან ისტორიებს სხვადასხვა გმირზე.
    როგორც ვიცით, პროექტზე დაფუძნებული სწავლება ხელს უწყობს მონაწილეთა წინარე ცოდნაზე და გამოცდილებაზე ახლის დაშენებას, აქედან გამომდინარე, რადგან ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოში უკვე შესწავლილი ჰქონდათ თემა: ,,საკვირველი ამბები” და გაცნობილი ჰყავდათ ბერძნულ-რომაული მითოლოგიის გმირები: არიადნე, მინოსი, ეგეოსი, თესევსი, მინოტავრი, იკაროსი, დედალოსი და ასევე ქართული მითოლოგიის გმირები-ამირანი და კოპალა, გადავწყვიტე ბავშვებისთვის შემეთავაზებინა მათთვის საინტერესო თემა: ,,მითოლოგიური გმირები”, რომლის მიზანიც იყო  მოსწავლეებს გამოეკვლიათ და შეეგროვებინათ მეტი ინფორმაცია ნაცნობ და სასურველ გმირებზე, რაც ხელს შეუწყობდა ცოდნის გაღრმავებას. იდეამ დიდი მოწონება დაიმსახურა.
მეთოდები და პროცესის მოკლე აღწერა: გავმართეთ დისკუსია თემის ირგვლივ. მოსწავლეები დაჯგუფდნენ ინტერესის გათვალისწინებით, ერთმა ნაწილმა დაიწყო მუშაობა ქართული მითოლოგიის გმირებზე, ხოლო მეორემ- ბერძნულ-რომაული მითოლოგიის გმირებზე.  პირველ  რიგში შევიმუშავეთ პროექტზე მუშაობის გეგმა, სადაც გარკვევით ჩანდა, თუ ვის რა ფუნქცია ეკისრებოდა. გეგმა ითვალისწინებდა: ა) ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა გმირზე;  ბ)მოძიებული ინფორმაციის შეჯერება და კედლის გაზეთის დამზადება; გ)ლექსიკონზე მუშაობა; დ)გმირებზე  ჩანახატების შექმნა; ე)მუშაობის პროცესში სურათების გადაღება; ვ)სპეციალისტებისგან ინტერვიუს აღება;ზ)პროექტის პრეზენტაცია;  თ)წერილობითი ანგარიშის მომზადება; )სლაიდ-შოუს მომზადება Power Point-ში; კ)მონიტორინგი; ლ)პრეზენტაციის ვიდეოზე გადაღება; მ)თვითშეფასება.



 განვსაზღვრეთ სამუშაო დრო, რესურსები, პასუხისმგებლობა გაინაწილეს ჯგუფებში და ხალისით შეუდგნენ  მუშაობას. მუშაობის პროცესს პერიოდულად ვაკვირდებოდი და კომენტარებს ვინიშნავდი ,,დაკვირვების ცხრილში”.
შედეგი:  მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია თემის ირგვლივ, ჩაწერეს ინტერვიუები სპეციალისტებისგან (ასახულია ვიდეო დისკებზე), გადაიღეს სურათები (აწყობილია Power-Point-ში), დაამზადეს კედლის გაზეთები, გამოფინეს ნახატები, გაიმართა  პროექტის პრეზენტაცია,რომელსაც ესწრებოდნენ მასწავლებლები, სხვა კლასის მოსწავლეები,  მშობლები(პროექტმა დიდი მოწონება დაიმსახურა დირექციისგან, მასწავლებლებისგან, მშობლებისგან და მოსწავლეებისგან). ეს ყოველივე ასახულია ვიდეო დისკზე. პროექტის პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეებმა მოახდინეს თვითშეფასება.(შეავსეს შეფასების სქემები).
დასკვნა: ამრიგად, პროექტ-გაკვეთილმა კონკრეტული პრობლემის გადაჭრას შეუწყო ხელი, კერძოდ, მითოლოგიური გმირების შესახებ მოსწავლეების მწირი ინფორმაცია უფრო გაღრმავდა, მოსწავლეთა მოტივაცია ამაღლდა.  პროექტზე დაფუძნებულმა სწავლებამ სოციალური უნარების განვითარებას შეუწყო ხელი. ამასთან ერთად ბავშვებს განუვითარდათ კვლევითი, შემოქმედებითი და საკომუნიკაციო უნარები.                                                                                                              
გამოყენებული ლიტერატურა: ,,ბერძნულ-რომაული მითები”-ჯემალ ქარჩხაძე, მაკა მიქელაძე; ,,მითოლოგიური ლექსიკონი”-არნოლდ ჩიქობავა; ,,ქართული მითები და ზღაპრები”-მაკა მიქელაძე; საინფორმაციო ვებ-გვერდები:,,ბურუსი” და ,,ალტერნატივა”.
                                                                                                                                                                                    7.11.13 წელი


                  ინტერვიუები:

                                                          
                                                          
პრეზენტაცია:

   










No comments:

Post a Comment